Altyapi ალთიაფი Altyapi ალთიაფი Altyapi ალთიაფი Altyapi ალთიაფი Altyapi ალთიაფი Altyapi

ჩვენ შესახებ

ALTYAPI

შპს „ალთიაფი“ წარმოადგენს ინფრასტრუქტურული პროექტების სფეროში მოქმედ დინამიურად განვითარებად სამშენებლო კომპანიას, რომელიც წარმატებით ახორციელებს მნიშვნელოვან საინჟინრო და კომუნალურ პროექტებს.

კომპანია აქტიურად მონაწილეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების მოწყობა-რეაბილიტაციის მასშტაბურ პროექტებში, რაც განაპირობებს მის მნიშვნელოვან როლს რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარებაში. 

ჩვენი კომპანიის ფუნდამენტური მიზანია პროექტების უმაღლესი სტანდარტებით შესრულება და მათი ზუსტი ტექნიკური სპეციფიკაციების შესაბამისად მიწოდება. თითოეული პროექტი ხორციელდება ხარისხის მკაცრი კონტროლისა და თანამედროვე საინჟინრო მიდგომების გამოყენებით.

შპს ალთიაფი დაარსდა 2018 წელს და დაარსების დღიდან ინარჩუნებს სტაბილურ ზრდასა და განვითარებას. მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალთა გუნდი და თანამედროვე ტექნიკური რესურსები გვაძლევს შესაძლებლობას წარმატებით განვახორციელოთ სხვადასხვა სირთულის ინფრასტრუქტურული პროექტები.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი სამუშაოების შესრულება ოპტიმალურ ვადებში. კლიენტის მოთხოვნებზე ორიენტირებული მიდგომა და პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი უზრუნველყოფს კომპანიის სანდოობას, განმტკიცებასა და უწყვეტ წინსვლას.

1 +
წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია

დაარსების დღიდან ინარჩუნებს სტაბილურ ზრდასა და განვითარებას.

ჩვენი კომპანიის ფუნდამენტური მიზანია

პროექტების უმაღლესი სტანდარტებით შესრულება და მათი ზუსტი ტექნიკური სპეციფიკაციების შესაბამისად მიწოდება.

ალთიაფი

რატომ ჩვენ?

შპს „ალთიაფი“ სანდო პარტნიორია ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში.

მაღალი ხარისხის შესრულება
ყველა პროექტი სრულდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და მკაცრი ხარისხის კონტროლის პირობებში, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და საიმედო შედეგს.
გამოცდილი პროფესიონალთა გუნდი
კომპანია აერთიანებს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ინჟინრებსა და ტექნიკურ სპეციალისტებს, რომლებიც წარმატებით მართავენ სხვადასხვა სირთულის პროექტებს.
სრული სერვისი — დიზაინიდან შესრულებამდე
კომპანია ახორციელებს პროექტებს სრული ციკლით („Design–Build“), რაც ამცირებს დროს და ზრდის სამუშაოს ეფექტურობას.
თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები
მუშაობაში გამოიყენება თანამედროვე საინჟინრო მეთოდები და მოწინავე ტექნოლოგიური სისტემები.

ჩვენი პარტნიორები

გსურთ თანამშრომლობა?
დაგვიკავშირდით!

ჩვენ მზად ვართ კონცულტაცია გაგიწიოთ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.